6.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

ვინ გახდა Chris Martin-ისა და Jennifer Lawrence-ის დაშორების მიზეზი?!

Jennifer Lawrence-ისა და Chris Martin-ის გზები კიდევ ერთხელ გაიყარა – რამდენიმე საათია ყვითელი გამოცემები წყვილის კიდევ ერთხელ დაშორების შესახებ საუბრობენ…

24 წლის მსახიობისა და Coldplay-ს 38 წლის ფრონტმენის რომანი დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა. გასული წლის ოქტომბერში მათი დაშორების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა 2014 წლის დეკემბერში პაპარაცებმა ისინი კვლავ დააფიქსირეს ერთად. მას შემდეგ დასავლური პრესა Lawrence-ისა და Martin-ის რომანზე ბევრს წერდა, თუმცა ამჯერად უკვე მათი დაშორების თემა გახდა აქტუალური.

ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობაში ისეთი, რომ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ. მსახიობი და მუსიკოსი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ და ურთიერთობის მედიასთან განხილვას ისევ არ აპირებენ, სამაგიეროთ წყვილთან დაახლოებული პირი აცხადებს რომ მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ისევ ახლო მეგობრებად რჩებიან…

პარალელურად ვრცელდება ხმები, რომ Chris Martin-მა უკვე ახალი რომანი წამოიწყო და ამჯერად მისი გული Kylie Minogue-ს ეკუთვნის. შემსრულებლები ივნისის ბოლოს British Summer Time ფესტივალზე გამოდიოდნენ. კონცერტის შემდეგ კი პაპარაცებმა ისინი ერთად გამოიჭირეს….

Latest Posts

ბოლო სიახლეები