ვინ გახდა Brand Nickola’s-ის ახალი სახე?!

0
61

14 თებერვალს მისტერ ვალენტინი 2016-ის ვინაობა გახდა ცნობილი და ეს უკანასკნელი ჯაბა ჯანაძე გახლავთ. კონკურსი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტარდება და რომელსაც სათავეში სამოდელო სააგენტო Best Models-ის დამფუძნებელი, კახი ხაბეიშვილი უდგას, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და 14 თებერვალს მონაწილეებთან ერთად უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდება.

მოგეხსენებათ, რომ Brand Nickola’s-ი აქტიურად აგრძელებს ახალი და საინტერესო კოლექციებისა და პროექტების კეთებას, შესაბამისად აქტიურად ეძებს ახალ სახეებს.

ზემოთხსენებულ კონკურსზე Brand Nickola’s-ის ახალი, 2016 წლის სახე ირაკლი ბეჟაშვილი გამოვლინდა. ნიკოლასის თქმით მისთვის მთავარი სახის ნაკვთები და ის შარმი იყო, რომელიც მას ხელს შეუწყობს ფოტოსესიებში. დიზაინერი გვპირდება რომ მის რჩეულს მალე საზოგადოება სულ სხვა რაკურსით იხილავს თავის ბრენდში.

nikolas irakli bezhashvili

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here