ვინ გადაიღებს “Fifty Shades Darker”-ს?!

0
17

ბევრი მითქმა-მოთქმისა და ხანგრძლივი ქასთინგის შემდეგ “Fifty Shades Darker”-ის რეჟისორიც ვინაობა ცნობილია. როგორც ვარაუდობდნენ გამოცემები სურათს სწორედ რომ James Foley გადაიღებს.

ნამუშევრის პირველი ნაწილის რეჟისორი Sam Taylor-Johnson-ი გახლდათ. მისი შემცვლელის პოვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც “Fifty Shades of Grey” ეკრანებზე გამოვიდა და ძალიან ცუდი შეფასება დაიმსახურა. სწორედ ამ მიზეზით Sam-მა კუთვნილი ადგილი მიატოვა და სიქველის მეორე ნაწილის რელიზი საეჭვო გახადა.

შეგახსენებთ, რომ E.L. James-ის ეროტიკული ნოველის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს Jamie Dornan-ი და Dakota Johnson-ი ასრულებენ. ფილმ “Fifty Shades Darker”-ის გადაღებები კი მომდევნო წელს დაიწყება.