ვინ დიზელი ჟურნალისტებს პასუხობს

0
374

გასული კვირის განმავლობაში ყველა ტაბლოიდის მთავარი თემა ვინ დიზელი და მისი მოშვებული სხეული იყო. მსახიობი რამდენიმე დღის წინ მაიამიზე, სასტუმროს აივანზე დააფიქსირეს, სწორედ მაშინ დაიწყო დამცინავი კომენტარების სერია ვარსკვლავის მიმართ.

ფოტოებზე, რომლებიც პაპარაცებმა გადაიღეს, კარგად ჩანს დიზელის მოშვებული მუცელი და მომატებული წონა, თუმცა მსახიობი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს და ინსტაგრამზე ახალ სურათს აქვეყნებს, რომელზეც მისი დაჭიმული მუცლის პრესი აშკარად თვალშისაცემია…

ინტერნეტგამოცემების ერთი ნაწილის გაჩუმება ვინმა მართლაც მოახერხა, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც წერენ, რომ ფოტოები, რომლებიც მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძველია და ვარსკვლავი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ის იდეალურ ფორმაშია…

ნახეთ ვინ დიზელის ბოლოდროინდელი სურათები და თავად შეაფასეთ…