ვინ არის Taylor Swift-ის ნათლული?!

0
23

უკვე დიდი ხანია Taylor Swift-ის პირადი ცხოვრების შესახებ ჭორები დადის. ამბობენ, რომ ქანთრის შემსრულებელ ახალგაზრდა ქალს ახალი რჩეული ჰყავს, თუმცა სანამ Swift-ის საძინებელში შევიხედავდეთ, შემსრულებელი თავის ნათლულს ინსტაგრამის საშუალებით გვაცნობს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში Taylor-მა ახალი ფოტო ატვირთა, რომელზეც თავის ახლო მეგობართან – მსახიობ – Jaime King-თან ერთადაა ასახული. Swift-ის ხელში Jaime-ს პატარა ვაჟი უჭირავს და სურათს შემდეგნაირად ასათაურებს: “ჩემი ბიჭი გავიცანი“.

გასული წლის მარტში Jaime King-მა საზოგადოებას ახალი ამბავი გაანდო და იმაშიც გამოტყდა, რომ მისი მეორე შვილის ნათლია Taylor-ი იქნებოდა. მომღერალმაც საუკეთესო დაქალს ყველაზე ვარსკვლავური წვეულება მოუწყო და მომავალი ნათლულისთვის უამრავი საჩუქარი წინასწარ შეიძინა. მას მერე, რაც ინსტაგრამზე Taylor-ის ფოტო გამოჩნდა, სურათი King-მაც ატვირთა: “ჩემი ცხოვრებები – პატარა Leo და მისი ნათლია“ – წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ Jaime King-ი ფართო საზოგადოებამ ფილმიდან – “ტყვიაგაუმტარი ბერი“ გაიცნო. ამჯერად მსახიობი სერიალ – “Heart of Dixie“-ის გადაღებებზეა დაკავებული, თუმცა მისი ფეხმძიმობის გამო ახალი სეზონის გამოსვლა ცოტა დაგვიანდა. King-მა და Swift-მა ერთმანეთი წლების წინ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და მას მერე მეგობრობენ.