ვინ არის ქრისტინე იმედაძის ბოიფრენდი?!

0
499

ქრისტინე იმედაძის ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდა და როგორც ჩანს მომღერალი ამის გამხელას სულაც არ აპირებს, თუმცა Music Box-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ქრისტინეს რჩეული ქართველი მილიონერისა და ქველმოქმედის ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე, ანუ თოშა გახლავთ.

ბოლო პერიოდში იმედაძე ხშირად აწყობს წვეულებებს სასტუმრო “ამბასადორს“ კაჭრეთში, რომელიც სწორედ ბუბა ქებურიას საკუთრებაში გახლავთ. სწორედ აქ ხვდებიან ერთმანეთს ქრისტინე და თორნიკე…

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ინტერნეტგამოცემები ბევრს საუბრობდნენ იმედაძისა და ქებურიას რომანზე, თუმცა მაშინ წყვილი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა, მათი ახლობლები კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ…