ვინ არის მერსი სულხანიშვილის შეყვარებული?!

0
181

მერსი სულხანიშვილი შეყვარებულია – ინფორმაცია ამის შესახებ მასთან დაახლოებულმა პირმა გაგვანდო, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. რაც შეეხება მერსის რჩეულს, ეს უკანასკნელი გიორგი ედიშერაშვილი გახლავთ.

გიორგი პანტომიმის თეატრის მსახიობია და ტელეკომპანია “იმედში” მუშაობს. როგორც ცნობილია სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი მან და მერსიმ. წყვილის რომანი რამდენიმე თვეა გრძელდება.

ინფორმაციის გადამოწმებას მერსი სულხანიშვილთან შევეცადეთ, თუმცა მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here