ვინ არის ირანელი ბიჭი, რომელიც თავის ისტორიულ სამშობლოზე ქართულად მღერის?

0
28

MusicBox-ის სახელზე ირანიდან წერილი მოვიდა. ახალგაზრდა რეპერი თხოვნით მოგვმართავდა: ”მე ანდრია ვარ, ირანის ქართველი. ეს ჩემი კლიპია სამშობლოზე.“

ჩვენ ვთხოვეთ მისი ისტორია დაეწერა…

”მე ვარ ფერეიდნელი ქართველი, ჰადი (ანდრია) იოსელიანი, 26 წლის. დავიბადე ფერეიდანში, ქალაქ ფერეიდუნშაჰრის ერთ-ერთი რაიონში, ვცხოვრობ ქალაქ ისპაჰანში. 12 წელია, რაც მუსიკაზე ვმუშაობ. ვარ რეპერი მომღერალი. უკვე 3 წელია ვცდილობ ჩემს მშობლიურ ენაზე – ქართულად შევასრულო სიმღერები…

ეს სიმღერა 3 წლის წინ, ჩემს ძმაკაცთან, არსენ გურგენიძესთან ერთად დავწერე და შევასრულეთ. ახლა კი, ურთულეს სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად, მაინც გავაკეთეთ ეს კლიპი.

ჩვენ დღეს უკვე შევქმენით ჯგუფი და ვაპირებთ ქართულ მუსიკაზე და ეროვნულ თემებზე ვიზრუნოთ. ამ სიმღერაში მთელი სული და გული ჩავაქსოვეთ და იმედია მოეწონებათ ჩვენს თანამემამულეებს.“

ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს ნაშრომი ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ არ გვინდა ანდრიას ქართულად სიმღერის მოტივაცია დავუკარგოთ. ირანში ათასობით ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ის, რომ ახალგაზრდას სურვილი აქვს ისწავლოს და იმღეროს ქართულად, მისასალმებელია.

გთავაზობთ კლიპს: X Boy & Arsen – სამშობლო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here