ვინ არის გიორგი შარვაშიძის შეყვარებული?

0
5096

წარმატებული მსახიობი, გიორგი შარვაშიძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა. ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ გამოცდილებამ მხოლოდ გააძლიერა. ბავშვობაში სურდა ბერი გამხდარიყო, სტიქაროსანიც იყო პატრიარქთან, მაგრამ ასაკთან ერთად, სხვა ინტერესებიც გაუჩნდა და საბოლოოდ მსახიობობა აირჩია. პირველი ნაბიჯი სამსახიობოსკენ კრახით დასრულდა, თეატრალურში პირველ გამოცდაზე ჩაიჭრა. სერიალში გამოჩენამ პროფესიული განახლება მოახდინა, ხალხის დადებითი გამოხმაურება მას ბედნიერებას ანიჭებს.

რაც შეეხება გიორგის პირად ცხოვრებას, ის ბედნიერია, რადგან არის იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან უყვარს. მისი რჩეული ასევე მსახიობი, სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ ლიკას (ზურა ყიფშიძის შვილი) როლის შემსრულებელი – ნატალია გაბისონიაა. „თუ ნატალიას რამე ისეთი სცენა აქვს, სიხარულით არ ვგიჟდები, პატარა რაღაცეებზე კი სუნთვა მეკვრება“.

„სანამ სერიალი დაიწყებოდა, მილანსა და პარიზში მოგზაურობას ვგეგმავდით. ხომ წარმოგიდგენიათ, მილანი და  შემდეგ პარიზი შეყვარებულისთვის რა არის. მაგრამ, ამ დროს მითხრეს, რომ სერიალში როლზე დამამტკიცეს და იმ დღეებში, როცა უნდა გვემოგზაურა, გადაღებები მაქვს“ – ამბობს მსახიობი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here