ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებამ პოდიუმიდან გაიცნო. მას საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და უცხოეთშიც მუშაობდა, თუმცა ბოლოს მაინც საქართველოში დაბრუნდა. ალექსანდრა ყოველთვის აღნიშნავს, რომ მოდელობა მისთვის უბრალოდ ჰობია. ის ჯერ “ჯი დი ეს-ზე” მუშაობდა, ამჯერად კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ტელეიმედზე ეწევა. ალექსანდრას მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, როცა მოდელი “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა.
მოდელს და ტელეწამყვანს ვაჟი დემეტრე ჰყავს, რომელსაც დიდ დროს უთმობს. ის მეუღლეს გაშორებულია, თუმცა პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს. ალექსანდრა შეყვარებულია, მისი რჩეული ფეხბურთელი, სოსო ჩახვაშვილია, რომელიც ირანის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ალექსანდრა და სოსო, ერთობლივ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ. მართალია წყვილს სხვადასხვა ქვეყნებში უწევთ ცხოვრება, მაგრამ ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის.