ვინ აჩუქა გია ჯაჯანიძეს ძვირადღირებული ავტომობილი?!

0
50

მას შემდეგ რა გადაცემა “სხვა რაკურსი” გამოჩნდა ეთერში, გია ჯაჯანიძე მუდმივად ყურადღების ცენტრშია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტელეწამყვანს არც მანამდე აკლდა პოპულარობა. მიუხედავად ამისა ბოლო პერიოდში ის გაცილებით ხშირად ხვდება გამოცემების გვერდებზე. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ფეისბუქ სკანდალიც მის სახელს უკავშირდება – ცოტა ხნის წინ ია ფარულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია, სადაც მაია ასათაინსა და გია ჯაჯანიძეს აკრიტიკებდა. თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა…

ახალი ამბავი არ გახლავთ, მაგრამ რახან ჟურნალისტებს აქამდე გამორჩათ შეიძლება ახალ ამბადაც ჩავთვალოთ – უკვე რამდენიმე თვეა გია ჯაჯანიძე ახალი მანქანით გადაადგლდება. ალბათ ბევრი ფიქრობდა, რომ ტელეწამყვანმა ის შეიძინა თუმცა როგორც გიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ის მეგობარმა აჩუქა.

“ჩემი ძველი მეგობარია” – აცხადებს ჯაჯანიძე და მისი ვინაობის გამხელას როგორც ჩანს ჯერჯერობით არ აპირებს. როგორც თავად ამბობს დროის უქონლობის გამო მანქანის ხშირად გარეცხვას ვერ ახერხებს, ამიტომ თუ ქუჩაში გია ჯაჯანიძეს გასარეცხი მანქანით გადააწყდებით არ გაგიკვირდით…

რამდენიმე დღეში “სხვა რაკურსის” ახალი სეზონი აიღებს სტარტს და ხალხიც კიდევ ერთხელ ალაპარაკდება ჯაჯანიძეზე, მანამდე კი იმის განხილვით დაკავდებიან თუ ვინ აჩუქა გია ჯაჯანიძეს ძვირადღირებული ავტომობილი…