ვიკა კალანდია „ნეტფლიქსის“ სერიალში ითამაშებს

0
940

ქართველი მსახიობი, ვიკა კალანდია, რომელიც მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობით გაიცნო, მალე „ნეტფლიქსის“ ახალ სერიალში გამოჩნდება, რომელსაც პიტერ ვებერი იღებს და რეჟისორის ასისტენტი ასევე ქართველი იქნება, სალომე კალანდია.

რაც შეეხება ვიკას, მისი როლის შესახებ ამ სერიალში მისი მეგობარი, ბახვა ბრეგვაძე წერს:

„როგორ მიხარია რომ პირველად მე ვწერ ამ ამბავს, ჯერ ეპიზოდური როლით, მაგრამ მაინც ფანტასტიკაა, ძალიან მაგარი და გადასარევი ამბავია, რომ ვიკა კალანდია “Netflix”-ის ახალ სერიალში გამოჩნდება, რომელსაც Peter Webber-ი იღებს. წინ კიდევ დიდი გეგმები და პროექტებია … უკვე ხელს ვერაფერი ვეღარ შეუშლის, ამიტომ, შეგვიძლია ხმამაღლა ვიზეიმოთ. ჰოდა, ვაშაა❤❤❤ Vicky u deserve to be a worldwide star ⭐ keep shining ❤❣“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here