ქეთა თოფურიამ და ლევ დენგოვმა ვაჟიშვილის, ადამის დაბადების დღე აღნიშნეს. მომღერალმა და ბიზნესმენმა ვაჟის 1 წლის იუბილეზე სახლი განსაკუთრებულად მოაწყვეს – სახლის მისაღები ოთახი ცისფერი ბუშტებით გააფორმეს და შეუკვეთეს ამავე ფერის დიდი ტორტი.
ქეთამ ოჯახურ დღესასწაულზე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საყვარელო ბიჭუნა. სიგიჟემდე გვიყვარხარ, ადამს ერთი წელი შეუსრულდა…“