“დიდი სცენის” მეორე სეზონი ტელეკომპანია “რუსთავი”-ის ეთერში ახლახან დაიწყო. პირველი სერია უკვე გავიდა და საკმაოდ დიდი რაოდენობის მაყურებელიც მიიზიდა, ვინაიდან აქცენტი საკმაოდ ნიჭიერ კონკურსანტებზე გაკეთდა.
ერთ-ერთი ასეთი მეგრელი კონკურსანტის გამოსვლისას თიკა ფაცაციამ თავი ვერ შეიკავა და თავადაც ამღერდა, თუმცა მეგრულად. “დიდი სცენის” “ფეისბუქ”-გვერდზე ახლახან გამოქვეყნდა შესაბამისი ვიდეო.
შეგახსენებთ, “დიდი სცენა” “რუსთავი 2”-ის ეთერში ყოველ კვირას გადის.