ვიდეო: რუსული მედიის მტკიცებით, ქეთა თოფურია ლევ დენგოვისგან ბავშვს ელოდება

0
1007

რუსული მედია გაფაციცებით ადევნებს თვალს „ა-სტუდიოს“ ქართველი წევრის, ქეთა თოფურიას პირად ცხოვრებას. ქეთას მეუღლე, ბიზნესმენი ლევ გეიხმანი დიდხანს იყო პრესის ყურადღების ცენტრში, სანამ მომღერალი მას არ დაშორდა და რუსული შოუბიზნესის წევრთან, რეპერ გუფთან არ გააბა რომანი. წყვილი გარკვეული პერიოდი ერთად იყო, თუმცა შემდეგ ქეთამ მასთან დაშორება გადაწყვიტა, რადგან გუფს ნარკოტიკებთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ახლა ქეთა თოფურია რუს ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთადაა. წყვილი ურთიერთობას არ მალავს და ერთად ხშირად არიან. რუსული მედია კი ამტკიცებს, რომ ქეთა დენგოვისგან ბავშვს ელოდება. ერთ-ერთი „ინსტაგრამ“-გვერდის მტკიცებით, ვარდისფერ კაბაში პერფორმანსისას ქეთა მოზრდილ მუცელს ვეღარ მალავს. როგორც ამბობენ, მან საყვარელი მამაკაცისგან უკვე ცოლობის შეთავაზებაც მიიღო.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here