ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა 27-ე სეზონი საკუთარი ამბის თხრობით გახსნა. მან ახალ სახლში კამერაც შეუშვა და თავისი სახლიც დაგვათვალიერებინა. გარდა ამისა, მაყურებელმა იხილა მაია ასათიანის ფართო გარდერობი, სადაც მისი ყოველდღიური, გამოსასვლელი თუ გადაცემისთვიოს განკუთვნილი კოსტიუმებია თავმოყრილი.
“ამ გარდერობს ეტყობა, რომ მთლად მხიარული ფერები არ არის. შავი, შავი შავი… ეს არის ჩემი 12-ლარიანი “ბალეტკები”. მიყვარს როცა რაღაც გემრიელს ვყიდულობ და არ ღირს ძვირი… ყველას ხომ აქვს გარდერობში გართულება. მე მიყვარს ხალათები და მაქვს ნაირ-ნაირი. თან, ვაკერინებ ამ ყველაფერს… მიყვარს სახლში ლამაზად ჩაცმა… მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები, თუნდაც მხოლოდ ჩემი თავისთვის…“