ვიდეო: როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები გიორგი მახარაძემ და თამუნა ქორქიამ

0
1102

მოდელი და მსახიობი, თამუნა ქორქია და მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი მახარაძე “იმედის” დილის გადაცემას სტუმრობდნენ და ისაუბრეს იმის შესახებ, როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები, გიორგიმ – სიმსივნე, ხოლო თამუნამ – დიაბეტი…

თამუნა ქორქია:

გააზრებულად რომ მივდგომოდი ჩემს დაავადებას, ასეთ შედეგამდე არ მივიდოდი, რადგან დიაბეტი არ არის ასეთი დაავადება… ძალიან დიდი პროტესტი მქონდა… სახალხოდ ვიკეთებდი ნემსს, სახალხოდ ვიზომავდი შაქარს, რომ ეს სტერეოტიპები დამენგრია, თითქოს დაავადება სირცხვილია. ეს ძალიან არასწორი მგონია. შემდეგ ძალიან ცუდად ვიქცეოდი… მრცხვენია კიდეც… მინდა, სხვებმა გაითვალისწინონ და ეს არ გაიმეორონ. ვიცოდი, რა შედეგებამდეც მივიდოდი, ყველა ამაზე მესაუბრებოდა, მილიონი ლექცია მაქვს მოსმენილი. მეგონა, რომ მე არაფერი დამემართებოდა. დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომ ვერ გრძნობ, რომ რამე გაწუხებს… დღეს ჩემთვის ყველა წამი და წუთი დღსასწაულია. სამწუხაროდ, ადამიანები ვერ ვაფასებთ, რაც გვაქვს…

გიორგი მახარაძე:

როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, ყოველთვის ვცდილობ, გამოვიყენო მომენტი და ვთქვა უამრავი მადლობა დაუჯერებელი გვერდში დგომისთვის, რაც იმ დღეებში ვნახე. მადლობა ყველას…

თავიდან, როცა ამ დიაგნოზზე წავიდა საუბარი, ვარაუდის დონეზე, ეს კვირა იყო ნერვიულობისა და შიშის კვირა. მერე, როცა დიაგნოზი დამისვეს, არ ვიცი, როგორ მოხდა, არც მიმუშავია საკუთარ თავთან, ბევრმა რამემ იმოქმედა… იმ პერიოდში ბევრად რთული ფორმის მქონე ადამიანები ვნახე ამ დაავადებით, მე ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს არაფერი მჭირდა. ისეთი რაღაცები გავიგე და ვნახე… ალბათ, ათ პაციენტთან მაინც მქონდა შეხება და მადლობა ღმერთს, დღეს ყველა კარგად არის…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here