ვიდეო: როგორ და სად შეხვდნენ ერთმანეთს ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი

0
682

ტელესახე ლიკა ევგენიძე და მუსიკოსი ნიკა კოჩაროვი ერთად ცხოვრობენ. მათ დიდი სიყვარულის ისტორია აქვთ. ორივეს მანამდე ჰყავდა ოჯახები. ლიკა ევგენიძე მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის, ნიკა ალასანიას მეუღლე გახლდათ და მასთან ორი შვილი ჰყავს. რამდენიმეწლიანი ქორწინება წლების წინ დასრულდა და ლიკა აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა, შვილებთან ერთად.

ნიკა კოჩაროვსაც ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მისი პირველი ქორწინებაც დასრულებულია.

ლიკამ ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო და დაწერა, რომ სწორედ აქ გაიცნეს მან და ნიკამ ერთმანეთი. 2011 წლის ვიდეო „რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემიდანაა, რომელიც ლიკას მიჰყავდა, ნიკა კოჩაროვი კი იქ სტუმრად იყო. როგორც ჩანს, ნიკას სიმპათიები ლიკას მიმართ მანამდეც ჰქონდა, სანამ გაიცნობდა, რადგან მას ყვავილი მიართვა ეთერში და ამით ტელეწამყვანის აღფრთოვანებული ღიმილიც დაიმსახურა…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here