23.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

ვიდეო: R.O x Konoba-ს ახალი კლიპი, რომელიც საქართველოში გადაიღეს

ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუო R.O x Konoba-ს ახალი კლიპი უკვე ხელმისაწვდომია!

სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „Till We Get There“ 2018 წელს საქართველოში შეიქმნა და 2019 წელს გამოსული ალბომის – „Album 10“–ის ერთ–ერთი ჩანაწერია. ვიდეოკლიპი გადაღებულია ისეთ ღირსშესანიშნავ ადგილებში, როგორიცაა: ძველი თბილისი, სამების საკათედრო ტაძარი და დიდგორი. Konoba–მ თავადვე გაუწია კლიპს რეჟისურა და გადაწყვიტა ემუშავა მხოლოდ ქართველებისგან შემდგარ კინორეჟისორთა და მსახიობთა გუნდთან, რათა მიეღო სასურველი შედეგი.

R.O x Konoba რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს გასული 3 წლის განმავლობაში და მათზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ქვეყანამ, ისე გუკლშემატკივრების მხარდაჭერამ და ენთუზიაზმმა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ კიდევ ერთი შოუს გამართვა, რომელიც 27 მარტს MonoHall–ში გაიმართება, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 27 მარტის შოუ დუოსთვის საბოლოო იქნება, რადგან ზაფხულიდან მათი გზები იყოფა და არტისტები სოლოკარიერას გააგრძელებენ.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები