მომღერალ ნოდარიკო ხუციშვილს შინ „მთავარი არხის“ დილის გადაცემა ესტუმრა იმის გასაგებად, თუ როგორ ატარებს „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი მონაწილე დილას.
„ეს სახლი, სადაც ვიმყოფებით, დედაჩემის მამა ცხოვრობდა, სულ აქ ვცხოვრობდი მეც, გაჟღენთილია მოგონებებით, სტუმრებით, სულ ალიაქოთი იყო და ძალიან ბევრი ხალხი, მეც ძალიან მიყვარს სტუმრები და გამახარეთ, რომ მოხვედით. ყოველ დილას რვის შვიდ წუთზე ვიღვიძებ. აივანზე ვჯდები ჭიქა ყავით, ჯერ ვუყურებ ქალაქს, მერე ანძას და მერე ეშმაკის ბორბალს, უკვე მერე ვსვამ პირველ ყლუპ ყავას, ისე არა (იცინის). ახლა მოვიგონე ეს ყველაფერი, რადგან არანაირი დილის ტრადიცია არ მაქვს. ქაოტურად ვცხოვრობ, თუმცა დილას მაინც ადრე ვიღვიძებ, რვისთვის…“