28.8 C
Tbilisi
Thursday, August 11, 2022

ვიდეო: ნოდარ რევიას გამოსვლამ რუსულ შოუში ქართველი მსმენელის უკმაყოფილება გამოიწვია

ნოდარ რევიას გამოსვლას ერთ-ერთ რუსულ მუსიკალურ შოუში ქართულ სოცქსელებში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ძირითადად, იმ სტერეოტიპების გამო, რომელშიც ასეთი კონკურსის ქართველ მონაწილეებს აქცევენ ხოლმე, სავარაუდოდ, რუსული ცენზურის მითითებით.

ნოდარ რევიამ, რომელიც შოუს ფინალისტი გახდა, შეასრულა ცნობილი სიმღერა „არგო“, რის შემდეგაც მსმენელმა, რომელიც გამოსვლას აფასებდა, ტრადიციულად, ხინკალზე გააკეთა აქცენტი, ხოლო ერთ-ერთ გამომსვლელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქერათამიანია და რუს, ძალიან კარგ ფხალს აკეთებს.

ვიდეოდან ამონარიდები სოციალურ ქსელში დავით ცირამუამ გაავრცელა და დააწერა: „ქართულ-რუსული თრეში…. აჰა, ვერ მოვითმინე და კიდევ ერთ თრეშს გთავაზობთ. ნანაი ნანაი ნა ნა, ხინკალი, ფხალი, ბლანძინკები, მნოგონაციონალნი რუსეთი, პესნია აბედინიაეტ და მოსკოვსკი გრუზინი ნოდარიკო“.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები