ნოე სულაბერიძე მალე ახალ გადაცემას დაიწყებს, სადაც ერთი ერთზე შეხვდება სტუმრებს და მათ სხვადასხვა თემაზე დაუსვამს შეკითხვებს. გადაცემის სახელწოდებაა „ნოესთან“ და მისი პირველი სტუმარი „რუსთავი 2“-დან წამოსული მაია ასათიანი გახლავთ. სწორედ ასე წარადგენს ნოე თავის სტუმარს.
მაია ასათიანი გადაცემის ანონსში აღნიშნავს:
„ახლანდელი მაია არის ქვა და რკინა… ქუჩაში შეიძლება უცებ მომეჩვენოს, რომ ნუცაა. მივდივარ და ვუყურებ ხოლმე…“
გადაცემა „იმედის“ ეთერში კვირას, 22:30 საათზე გავა.
გადაცემის ანონსის „პროფილის“ გვერდზე ატვირთვის შემდეგ მაყურებელმა გამოთქვა ვარაუდი, ხომ არ გადადის მაია ასათიანი „იმედზე“, თუმცა ჯერჯერობით ტელეწამყვანს თავისი გეგმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.