26.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

ვიდეო: ლუკა ჭოხონელიძეს ბინა აჩუქეს

ნატო გელაშვილის უმცროს შვილს, რომელიც საზოგადოებამ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, როგორც ქართული სიმღერის კარგი შემსრულებელი, დღეს დიდი სიურპრიზი გაუკეთეს. მას ერთ-ერთმა კომპანიამ ბინა აჩუქა.

გაოგნებული ლუკა ემოციებს ვერ მალავს და სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა სამადლობელო წერილი:

„მეგობრებო, არ ვიცი, რამდენად სწორად ვაყალიბებ, რასაც ახლა დავწერ, ვინაიდან ძალიან დიდი ემოციის ფონზე ვწერ ამ სტატუსს.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნატო გელაშვილს Nato Gelashvili მისი შემოქმედებისათვის, რომლითაც ქალაქურად ესიყვარულა თბილისს და კიდევ უფრო დიდი მადლობა ასეთი N1 დედობისათვის. ❤

აქვე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო უმაგრეს პროექტ „მხოლოდ ქართულს“, ვინაიდან ამ პროექტმა მომცა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება და ჩემი სიყვარული ქალაქური და ქართული აკადემიური სიმღერის მიმართ❤.

მთავარი და უდიდესი მადლობა კი ბატონ გიგა წულეისკირს და „სფერო ჰოლდინგს“ იმ ზღვა ემოციებისათვის, რაც მე ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება და ამ ემოციებისათვის ვერანაირი მადლობა ვერ იქნება საკმარისი.

ღმერთმა მოგცეთ შესაძლებლობა, რომ ცხოვრების განმავლობაში კიდევ ბევრი სიკეთე აკეთოთ და ბევრი გული გაახაროთ.

წარმატებას გისურვებთ ისტორიული პროექტის განხორციელებაში #თბილისურიეზო და ამისთვისაც მადლობას გიხდით, როგორც ერთი თბილისელი ბიჭი“.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები