ლელა წურწუმია მალე “მთავარი არხის” ერთ-ერთ წამყვანად მოგვევლინება. არხმა უკვე გაავრცელა გადაცემის პრომო, რომელსაც ცნობილი მომღერალი გაუძღვება. ეს ლელასთვის ტელეწამყვანობის პირველი შემთხვევა არ არის, მას წლების წინ “იმედზე” ერთ-ერთი შოუ მიჰყავდა, შემდეგ კი “რუსთავი 2”-ზე ღამის გასართობ გადაცემას უძღვებოდა.
ახალ გადაცემას “მხოლოდ ლელასთან” ჰქვია და ის ხუთშაბათს, საღამოს 11 საათზე გავა ეთერში. აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს “რუსთავი 2”-ზე გადაცემა “პროფილი: გადის.