ლელა წურწუმიამ “ციცინათელების” ახალი, შედარებით ტემპიანი ვერსია, რომელზეც სანდრო წურწუმიამ იმუშავა, მასტერინგზე – ალეკო ნერძენიშვილმა, კლიპის სახით შესთავაზა მაყურებელს. დღეს მომღერლის დაბადების დღეა და ახალი ვიდეო სწორედ დაბადების დღის საღამოს უსახსოვრა მაყურებელს.
“ციცინათელების” ვიდეო ბათუმში, ლელა წურწუმიას ერთ-ერთ კონცერტზე და მისი მზადებისას რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო.
სიმღერაში ლელას მეუღლეს, პროდიუსერ კახა მამულაშვილს თავისი როლი აქვს და რეჩიტატივს კითხულობს.