ლელა წურწუმიამ ერთთვიანი პაუზის შემდეგ “მთავარი არხის” ეთერში თავისი საავტორო გადაცემა “მხოლოდ ლელასთან” განაახლა და მაყურებელს ძალიან საინტერესო ამბავი მოუთხრო.
როგორც ლელა ჰყვება, 20-21 წლის ასაკში, როდესაც ერთ-ერთ არხზე საახალწლო გადაცემაში მიიწვიეს, მხოლოდ მისი ნომერი ამოჭრეს, რადგან უთხრეს, რომ ის ძალიან ვულგარულად გამოიყურებოდა. როგორც ლელა აღნიშნავს, შემდეგაც ის სხვა კონცერტებზეც დაბლოკილი იყო. იმავე ადამიანმა, წლების შემდეგ, მომღერალს უთხრა, რომ მის გარეშე კონცერტის გამართვა ვერ წარმოედგინა.