ჯგუფ „ნიუტონის“ წევრი, ბასისტი შაკო ღელეყვა მალე დაქორწინდება. მისი რჩეული ასევე მუსიკოსი, მომღერალი სალომე შუბითიძეა, რომლის გულის მოსაგებად მან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის, ვიდეო, სადაც ცნობილი სახეები სალომეს არწმუნებდნენ, რომ შაკოს ძალიან უყვარს. დღეს კი „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში ექსპრომტად შაკომ რჩეულს ხელი სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო.
წყვილს ბულოცავთ და ბედნიერებას ვუსურვებთ