32.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

ვიდეო: ხათუნა ჟორდანია: ,,ზურა განსაკუთრებით მაშინ დავაფასე, როცა ავად გავხდი… რა მეშველებოდა მის გარეშე…”

გადაცემა “პროფილი” ზურა ხაჩიძეს მიეძღვნა. მის შესახებ ისაუბრა მომღერლის მეუღლემ, ხათუნა ჟორდანიამ და აღნიშნა, რომ მის გარეშე საკუთარი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ხათუნა ჟორდანია:

შეყვარებულობის პერიოდში მისთვის არანაირი სიმძიმე არ შემიმჩნევია თუმცა როცა ზურას ცოლად გავყევი, მასთან ცხოვრება საკმაოდ რთული იყო. ძალიან ხელშესაწყობი ადამიანია. აქვს თავისი მოთხოვნები, რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა და დღემდე ვაკეთებ. თუკი მის მოთხოვნებს ცოტა გადავუხვევ, თუ მოგვივა უსიამოვნება ამის გამო, რომ გადაუვლის ხოლმე, აუცილებლად მეტყვის, არ იცი, რომ არ უნდა გააკეთო ის, რაც მე ნერვებს მიშლისო. არცთუ ადვილი ადამიანია თანაცხოვრებაში. თავიდანვე ჰქონდა მკაცრი მოთხოვნები, რომლებსაც დიდხანს ვაპროტესტებდი, მაგრამ ბოლო-ბოლო დავემორჩილე. ის, რაც მას არ სიამოვნებს, რამდენიმე ხანში, მე თვითონ დავთმე და ვაკეთებ ისე, როგორც მას უნდა.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კონფლიქტი გვქონია, უამრავჯერ ყოფილა ჩვენი ოჯახური ბედნიერება ძაფზე დაკიდებული და ხშირად, როდესაც გვიჩხუბია, ის გაქცეულა სახლიდან… შემთხვევები ყოფილა, რომ ჩემი სახლიდან მე თვითონაც გავქცეულვარ, რადგან არასდროს მინდოდა, მისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა და მეთქვა, წადი ჩემი სახლიდან-მეთქი, ამიტომ მე ვბარგდებოდი და მე გავრბოდი დედაჩემთან, თუმცა რაღაცნაირად ჩვენ შევეზარდეთ და მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ეს ჩვენი ცოლ-ქმრობა აქამდე მოვიტანეთ, ხან ის მითმობდა, ხან – მე.

ბევრი წლის წინ, როცა მას გავყევი ცოლად, არ ვიცი, ვფიქრობდი თუ არა, რომ ეს ქორწინება იქნებოდა მთელი ჩემი ცხოვრება, დღეს მივხვდი, რომ გამიმართლა, რომ ზურა არსებობს ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით, როცა ავად გავხდი, მაშინ დავაფასე ზურა. რა მეშველებოდა, ის რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემი პატრონი, ადამიანი, რომელზეც ყოველთვის მიყუდებული ვარ და ადამიანი, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ჩემი სიცოცხლე…”

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები