ხათუნა ჟორდანიამ სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლა დაამარცხა. მისი ანალიზები უკვე იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ მძიმე სენი დამარცხებულია. ხათუნას დ ამის ოჯახს მთელი საქართველო ულოცავს ამ შესანიშნავ ამბავს.
თავად მომღერალიც ბრწყინვალე ხასიათზეა. ახლახან მისმა მეუღლემ, ზურა ხაჩიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სტამბოლშია გადაღებული და სადაც ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელებას ცეკვით აღნიშნავს.