ვიდეო: ილო ბეროშვილმა ნარკოდამოკიდებულება ხელოვნური კომის პროცედურით დაძლია

0
580

ილო ბეროშვილი ლელა წურწუმიასთან ჰყვება, როგორ დააღწია თავი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთ უცხოელ ექიმთან მივიდა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, რომელმაც რისკის შემცველი პროცედურის ჩატარება შესთავაზა ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად.

„3-5 % იყო, რომ ექვსაათიანი ხელოვნური კომის შემდეგ ვერ გავიღვიძებდი. ანი გარეთ მელოდებოდა. რომ გამეღვიძა, თითქოს თხევადი ვიყავი. ასეთი შეგრძნება ცხოვრებაში არ მქონია. ვყვირი, ვყვირი… ის ღამე ჯოჯოხეთი იყო… ტირილი, ქვითინი, ოფლში ვიყავი… ასეთი არაფერი გამომიცდია, ეს კოშმარი იყო. სახლში პამპერსით გამომაცილეს. ანის გარდა სახლში არავის ვიკარებდი. სამი დღე ამ პამპერსებში ანი მივლიდა. ორი კვირა ისე ცუდად ვიყავი, რომ საერთოდ არ მეძინა… ურთულესი იყო, მაგრამ ეს მოვახერხე. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ ამ პროცედურის შემდეგ არაფერი მომსვლია. მქონია ჩავარდნები სხვა პრეპარატებთან მიმართებაში… შენს თავს გარანტიას ვერ მისცემ, ვერც სხვა ადამიანს, მაგრამ ყოველ დღე რომ დგები, უნდა იცოდე ერთი რამე, აწმყოთი უნდა იცხოვრო და შენს თავს არასდროს უნდა უღალატო…“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here