ვიდეო: ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ვაჟი ერთი წლის გახდა

0
407

მსახიობებს ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას ზუსტად ერთი წლის წინ პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს. ულამაზესი ბიჭუნა, რომელიც დედასაც ჰგავს და მამასაც, მშობლებს ძალიან ჰყავთ განებივრებული. ანი ხშირად აზიარებს მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც და ვიდეოებს.

5 ივლისს ჯერის ერთი წელი შეუსრულდა და ეს თარიღი მსახიობებმა ოჯახურ წრეში აღნიშნეს. ჯერის დაბადების დღეს ილოს ქალიშვილებიც ესწრებოდნენ. ანიმ ტორტი შემოუტანა და ასწავლიდა, თუ როგორ უნდა ჩააქროს სანთელი. ოჯახის წევრებმა პატარა ბიჭუნას სადაბადების დღეო სიმღერაც შეუსრულეს.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here