ვიდეო: გიგა კუხიანიძის ახალი ნამუშევარი – ელენე არაჩაშვილის „მინდა გული გაგიყო“

0
1352

პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ ახალი ნამუშევარი შემოგვთავაზა. საპროდიუსერო კომპანია Gigaproduction-მა მომღერალ ელენე არაჩაშვილის ახალ სიმღერასა და ვიდეორგოლზე იმუშავა. კლიპის პრემიერა „იმედის“ ეთერში შედგა და მისი ნახვის შესაძლებლობა უკვე „იუთუბზეც“ გაქვთ.

ელენე არაჩაშვილი 2010 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეა (ჯგუფი: funkids) და ამ კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელი გახლავთ, ახლა კი გადაწყვიტა, სოლოკარიერა განავითაროს და პირველი სიმღერაც შემოგვთავაზა.

სიმღერის ტექსტი, მუსიკა და არანჟირება გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, მასტერინგი კობა მესხიას, ვიდეორგოლის რეჟისორი რამაზ გუნავაა, მხატვარი მარიკა ქურდუბაძე.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here