მსახიობი ეკა დემეტრაძე და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრი, ხმის რეჟისორი, დათო გაბუნია საკმაო ხანია, ერთად არიან. წყვილმა “მთავარ არხს” თავისი ურთიერთობის შესახებ ინტერვიუ მისცა.
როგორც აღნიშნეს, პირველად სიყვარული ეკას დათომ აუხსნა და აღმოჩნდა, რომ ეკაც შეყვარებული იყო.
წყვილმა ერთმანეთი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც ეკა ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა, ხოლო დათო ხმის რეჟისორად მუშაობდა.
შეგახსენებთ, ეკა დემეტრაძე მანამდე მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილის მეუღლე გახლდათ. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.