ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი სიურპრიზს გვთავაზობენ. ახლახან მათ ჩაწერეს დუეტი ძველ სიმღერაზე „ზაფხულის წვიმაში“, რომელიც მერაბ სეფაშვილის რეპერტუარში შედის. მომღერლებმა და მეგობრებმა დუეტზე უკვე კლიპიც გადაიღეს, რომლის რეჟისორიც თავად ანრია. ახლახან მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოს ანონსი.