როგორც Demna Gvasalia Daily წერს, ძმებ გვასალიებს, დემნასა და გურამს მათი ბრენდის, „ვეტმანის“ ყოფილი მოდელი ბრალდებებს უყენებს და აღნიშნავს, რომ ბევრად ნაკლები ფული გადაუხადეს, ვიდრე რეალურად ეკუთვნოდა.
როგორც გვასალიას ქართული გვერდი წერს, „ვეტმანის“ ყოფილი მოდელის ნაამბობიდან ირკვევა, რომ დემნამ და გურამმა 19 წლის გოგონას გამოუცდელობით ისარგებლეს და 50,000 დოლარის სამუშაოში ათას დოლარზე ნაკლები გადაუხადეს.
მოდელმა ძმებს ქურდები და მონსტრები უწოდა. ძმებ გვასალიებს ჯერჯერობით არ უპასუხიათ ბრალდებაზე, რომელსაც ვეტმანის ყველაზე ცნობილ პოსტერზე გამოსახული მოდელი უყენებთ.