ვერკა ჯაჯანიძის ემოციური პოსტი

0
2692

მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე რამდენიმე თვის წინ დედა გახდა. მას ვაჟი დემეტრე შეეძინა. ვერკამ ფეხბურთელ ირაკლი შალიკაშვილზე ერთი წლის წინ იქორწინა, ქორწინების ერთი წლის თავთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „ერთი წელიც გასულა, ჩემო ბიჭო მინდა რომ ესე ბედნიერად და ტკბილად ვიყოთ მთელი ცხოვრებაა, ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ დედიკო და მამიკო გავხდით. გვყავს ყველაზე სასწაული დემეტრე რომელმაც ჩვენი ცხოვრება უფრო ლამაზი და ბედნიერი გახადა. მიყვარხართ მე თქვენ ძალიან ძალიან“. წყვილი ახლა პატარა დემეტრეს აღზრდით არის დაკავებული. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონი ვერკა ჯაჯანიძემ სწორედ ორსულობის გამო გამოტოვა. ვიხილავთ თუ არა მას, ახალ პროექტში „შენ შეგიძლია იცეკვო“ ჯერჯერობით უცნობია. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here