ვერიკო ტურაშვილმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის პრეზენტაციაც 5 აპრილს, საღამოს რვა საათზე, ლაუნჯ-ბარში „Label“ შედგება. მას შოუბიზნესის ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ვერიკოს ახალ კლიპში რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლაშა ჯუხარაშვილი მონაწილეობს. სიმღერის ტექსტი და მელოდია კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს, სიმღერა თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ჩაიწერა. კლიპის რეჟისორია ანტონ თათვიძე. სიმღერის სახელწოდებაა „რომ შემეძლოს“ და ის სასიყვარულო თემაზეა, კლიპიც შესაბამისი თემატიკისაა.
ვერიკოს ვარცხნილობაზე და იმიჯზე სალონმა „SunRise“ იზრუნა, ჩაცმულობაზე – „მატერიამ“.