„აღმოვაჩინე, რომ ვიღაც კეთილისმსურველმა „იუთუბიდან“ წაშალა ჩემი ახალი ვიდეო. აი, ასე წყნარად შებრძანდა და წაშალა. ხო და ისევ დავდეთ, შეგიძლიათ, შებრძანდეთ და შეაფასოთ“ – დაწერა ვერიკო ტურაშვილმა ნსაკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე და ახალი კლიპი სიმღერაზე „რომ შემეძლოს“, თავიდან გააზიარა.
მომღერალმა არ იცის, ვის შეიძლებოდა, გაეტეხა მისი რეჟისორის ანგარიში „იუთუბზე“ ვერიკოს კლიპის წაშლის მიზნით.
ვერიკო ტურაშვილი:
გუშინ დილას, რეჟისორმა, ვინც კლიპი გადაიღო, ნახა, რომ „იუთუბიდან“ წაშლილი იყო ჩემი ვიდეოს პრომო და თავად კლიპი. რომ დაიწყო ამბის გარკვევა და „იუთუბს“ მისწერა, მისი ანგარიშიც წაიშალა.
წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეეძლო ასეთი რამის გაკეთება. ასეთი შემთხვევა აქამდე არ მქონია, ჩემი ოფიციალური გვერდი არც მქონდა, წინა კლიპზე გამიკეთეს, მაგრამ ახალი ვიდეო ანტონს ედო თავისი ანგარიშით „იუთუბზე“.
ადრე მახსოვს, მაკა ზამბახიძის სახელითა და გვარით „იუთუბზე“ უამრავი ჩვენი კლიპი იდო, ქართველი შემსრულებლების და ერთ დღეს ყველაფერი წაიშალა.
„იუთუბმა“ ანტონს უპასუხა, რომ რამდენიმე თვე მის ანგარიშს ვეღარ აღადგენენ, ამიტომ სხვა ანგარიში გახსნა და ვიდეო იქიდან დადო.
ნინო მურღულია
https://www.youtube.com/watch?v=bqo38SXLAzI&sns=fb&app=desktop