ვერიკო ტურაშვილი: „ნებისმიერი რისკი, რაც გამიწევია, მარტო ყოფნის პერიოდს უკავშირდება…“

0
1898

ვერიკო ტურაშვილს სასუბროდ „Y.O.L.O ლაუნჯში“ შევხვდით, სადაც პიარმენეჯერად დაიწყო მუშაობა. მის ცხოვრებაში ახლა საინტერესო ეტაპია, საქმის კუთხით საკმაოდ დატვირთულია, ახალ კლიპს იღებს, ბინა შეიძინა, რომელსაც არემონტებს და ზაფხულისთვის აპირებს გადასვლას…

ვერიკოს საქმესა და პირადზე ვესაუბრეთ.

მართლა ამოძრავდა ქართული შოუბიზნესი? საკმაოდ ბევრი კონცერტი იმართება…

ვერიკო ტურაშვილი:

მე სულ ვახერხებ აქტიურობას, წელიწადში რამდენიმე სიმღერის ჩაწერას და კლიპის გადაღებას. არც ეს წელია გამონაკლისია, თუმცა მგონი, შოუბიზნესი ამოძრავდა და კონცერტებიც ხშირად იმართება საკლუბო სივრცეებში. აქ, სადაც მე დავიწყე პიარმენეჯერად მუშაობა, ვცდილობ, ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტები გავმართო. აქამდე კლუბებში, ძირითადად, ბენდები მუშაობდნენ, რომლებიც ქავერებს ასრულებდნენ. მე კი, როცა ამ ლაუნჯში მოვედი, მინდოდა, ქართველ შემსრულებლებს თავიანთი სიმღერები შეესრულებინათ. თვეში ხუთ-ექვსჯერ ტარდება ქართველი შემსრულებლების კონცერტები. არაჩვეულებრივი გამოვიდა სალომე კორკოტაშვილის ორი ივენთი და სხვა მუსიკოსებისაც. მეც ვმღერი, მაგრამ ვცდილობ, მხოლოდ ჩემი თავით არ შემოვიფარგლო და სხვა შემსრულებლები მოვიყვანო. იხილეთ ვრცლად (ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here