ვერიკო ტურაშვილი 25 აპრილს ახალი კლიპის გადაღებას იწყებს. როცა „ფორტუნა“ სასუბროდ დაუკავშირდა, ის თავის დიდი ხნის მეგობართან, აჩიკო მეფარიძესთან ერთად წყალტუბოში მიემგზავრებოდა, სადაც ვერიკოს სოლოსიმღერაზე ვიდეოს გადაიღებენ. აჩიკო მეფარიძე კლიპის პროდიუსერია.
სიმღერა, რომელზეც მალე მომღერლის ახალ ვიდეორგოლს ვიხილავთ, მის კოლეგასა და ახლო მეგობარს, თემო საჯაიას ეკუთვნის, როგორც მელოდია, ასევე ტექსტი.