ვერიკო ტურაშვილი ახალ კლიპს იღებს

0
119

ვერიკო ტურაშვილი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც მუსიკალური კლიპებით ხშირად ანებივრებს თაყვანისმცემლებს. სულ რამდენიმე თვის წინ მომღერალმა ახალი ვიდეოს – “მთავარია გწამდეს” პრეზენტაცია გამართა, ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ახლო მომავალში კი კიდევ ერთ ნამუშევარს შესთავაზებს საზოგადოებას.

ჯერჯერობით უცნობია რა იქნება სიმღერის სახელწოდება, მაგრამ როგორც თავად ვერიკო ამბობს მასზე მუშაობა სექტემბრის ბოლოს დაიწყება და უკვე დასრულებული კლიპის ნახვა სავარაუდოდ შემოდგომაზე შეგვეძლება…