Chris Brown-მა თავზე ვენერა მილოსელის სვირინგი გაიკეთა. მუსიკოსს დაახლოებით 50 ტატუ აქვს, ამიტომ, რომ არა განსხვავებული თემატიკა, ახალი სვირინგი ყურადღებას საერთოდ არ მიიქცევდა. მოგვიანებით შემსრულებელმა ვენერას გვერდით ხარის თავიც დაიხატა…
შეგახსენებთ, რომ Chris-ს სხეულზე – ძვლები, თავის ქალები, ურჩხულები, გველები და სხვადასხვა გოთიკური სიმბოლოები აქვს დახატული.