ვარსკვლავთცვენა ნინი ბადურაშვილის დაბადების დღეზე – „ბაადურობის ბრწყინვალე დღესასწაული…“

0
2161

ნინი ბადურაშვილმა გუშინ, 27 დეკემბერს დაბადების დღე „ლოლიტაში“ აღნიშნა. რასაკვირველია, მისთვის მნიშვნელოვან დღეს მომღერლის გვერდით მეგობრები იყვნენ, ძირითადად, შოუბიზნესის წრიდან – ქრისტინე იმედაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე, ბახვა ბრეგვაძე, დათუნა მგელაძე, სოფო გელოვანი და სხვები.

ნოე სულაბერიძემ დაბადების დღის ოპერატორობა ითავა და უამრავი ლაივი დადო, საიდანაც ჩანდა, თუ როგორ ერთობოდნენ ვარსკვლავები ნინის დაბადების დღეზე. ნინიმ გართობის სახედ კარაოკე აირჩია და არც შემცდარა, ვინაიდან მომღერლები ერთი-მეორეს მიყოლებითა სრულებდნენ სხვადასხვა მსოფლიო ჰიტს.

ანრი ჯოხაძემ ნინის დაბადების დღეს „ბაადურობის ბრწყინვალე დღესასწაული“ უწოდა.

შეგახსენებთ, მომღერალს 31 წელი შეუსრულდა. იხილეთ ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here