ვარსკვლავი ქმრების შეუხედავი ცოლები

0
74

რთული წარმოსადგენია მაგრამ ყველა ვარსკვლავ მამაკაცს მოდელის პარამეტრების მქონე ცოლი არ “შეხვდა“. ზოგ მათგანს ზედმეტი წონა აქვს, ზოგს კი არც მთლად ქალური თვისებები, მაგრამ ყველაფერი ეს ხელს არ უშლის ცნობილ მეუღლეებს სწორედ მათ დაუკავშირონ თავიანთი ცხოვრება…

1. Hugh Laurie და Jo Green
2008 წელს კინოს ისტორიაში ყველაზე სექსულურ ექიმად დასახელებული მსახიობი – Hugh Laurie თეატრის ადმინისტრატორმა Jo Green -მა 80-ანების ბოლოს გაიცნო. “რამდენიმე წელი მეგობრები ვიყავით, შემდეგ უცბად აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთს ვხვდებოდით. რითი მიმიზიდა? მომწონს ქალები ლოგიკური აზროვნებით” – ამბობს Laurie.
Hugh Laurie  Jo Green 2
2. Vincent Perez და Karine Silla
“Le libertin”-ისა და “Fanfan la tulipe”-ს შემდეგ ფრანგ მსახიობს გამოუსწორებელი დონჟუანისა და ვნებიანი საყვარლის სახელი მიეწერება. არადა ჩვეულებრივ ცხოვრებაში Vincent-ი სამაგალითო მეოჯახე და მოსიყვარულე ქმარია. უკვე მრავალი წელია მისთვის ამქვეყნად მხოლოდ ერთი ქალი არსებობს – მეუღლე Karine Silla, რომელთან ერთადაც 4 შვილს ზრდის. ეგზოტიკური გარეგნობის მქონე გოგონას სიყვარულისთვის, რომლის ძარღვებშიც სენეგალური სისხლი ჩქეფს, Vincent-ს სერიოზული ბრძოლა მოუწია. დიდი ხნის წინ მან უკან დაუბრუნა ნიშნობის ბეჭედი, რათა ცოლად გაჰყოლოდა მისსავე საუკეთესო მეგობარს, Gerard Depardieu-ს. რამდენიმე წლის შემდეგ ქორწინება დასრულდა და Vincent-მა ისევ შესთავაზა ხელი და გული (სხვათაშორისDepardieu მათ ქორწილში მეჯვარე იყო).
Vincent Perez Karine Silla 2
3. Matthew Fox და Margherita Ronchi
სერიალ “Lost“-ის ვარსკვლავი და ჟურნალ People-ის ვერსიით “მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მამაკაცი“ – Matthew Fox-ი უზომოდაა შეყვარებული თავის მეუღლეზე, Margherita Ronchi-ზე, რომელსაც თავისი ეგზოტიკური გარეგნობა დაეხმარა მოდელის წარმატებული კარიერის გაკეთებაში. Matthew-მ მომავალი მეუღლე ნიუ იორკის ერთ-ერთ კაფეში გაიცნო 90-ანი წლების დასაწყისში. მაშინ ის თანხას პიცის დამტარებლობით შოულობდა და ოცნებაც არ შეეძლო იმაზე, რომ ოდესმე წითელ ხალიჩებზე დაიწყებდა პოზირებას და თაყვანისმცემელთა არმიის მოგერიება მოუწევდა.
Matthew Fox  Margherita Ronchi 2
4. Hugh Jackman და Deborra-lee Furness
შეყვარებულმა წყვილმა ერთმანეთი 1995 წლის აპრილში ტელესერიალ “Correlli”-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნო, ხოლო 12 თვის შემდეგ დაქორწინდა. Hugh-ს თქმით იგი ყოველთვის ეძებდა ქალში სითბოს, სიკეთეს და ერთგულებას. “მე შემიყვარდა არა სახე ან სხეული, არამედ ხასიათი. თუმცა რა თქმა უნდა Deborra საკმაოდ მიმზიდველად მომეჩვენა ” – ირწმუნება Jackman-ი.
Hugh Jackman და Deborra-lee Furness 2
5. Pierce Brosnan და Keeley Shaye Smith
1995 წელს Pierce Brosnan-ი პირველად გამოჩნდა ეკრანებზე უშიშარი ჯეიმს ბონდის როლით და მას მერე არც ცეცხლში იწვის, არც წყალში იძირება – ყველა ასაკის ქალისთვის სასურველ მამაკაცად რჩება. თუმცა Pierce-ის ცხოვრებაში მთავარ ადგილს უკვე 20 წელია ტელეწამყვანი Keeley Shaye Smith-ი იკავებს, რომელსაც სულაც არ აწყენდა ათეული კილოგრამის დაკლება. თავისი მომავალი მეუღლე Pierce Brosnan-მა 1994 წელს მექსიკაში გაიცნო – მაშინვე მიაქცია ყურადღება ჟურნალისტს რომელიც მისგან ინტერვიუს იღებდა. დღეს წყვილს 2 შვილი ჰყავს – Dylan Thomas-ი და Paris Beckett-ი. მიუხედავად ტაბლოიდების მწარე ენებისა რომლებიც უკვე წლებია ამახვილებენ ყურადღებას, რომ აგენტ 007-ის მეუღელს სასწრაფოდ ესაჭიროება წონაში დაკლება, Brosnan-ს Keeley ისეთი უყვარს როგორიც არის და სულაც არ ერიდება საკუთარი გრძნობების წითელ ხალიჩებზე დემონატრირებას.
Pierce Brosnan Keeley Shaye Smith 2
6. Серге́й Брин და Анна Войжитски
Google-ის მფლობელმა, რომლის ქონებაც 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, საკუთარი მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გაიცნო, როდესაც Google-ის მომავალმა დამფუძნებლებმა Серге́й Брин-მა და Larry Page-მა Анна-ს უფროსი დისგან საქმისთვის გარაჟი იქირავეს. Анна-მ 1996 წელს იელის უნივერსიტეტი დაამთავრა ბიოლოგის სპეციალობით და დააარსა საკუთარი კომპანია “23andMe“. 2008 წლის დეკემბრის ბოლოს Серге́й-ს და Анна-ს ბიჭუნა, Benji შეეძინათ, ხოლო 2011 წლის ბოლოს – გოგონა. დღესდღეობით Анна პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარია, რომელიც კვლევებს ახორციელებს პერსონალური გენეტიკის სფეროში, მისი კვლევები ეხმარება ხალხს წინასწარ შეიტყონ გარკვეული დაავადებებისკენ მიდრეკილებებისადმი. 2013 წლის აგვისტოში Серге́й Брин-ი და Анна Войжитски დაშორდნენ…
Сергей Брин и Анна  Войжитски 2
7. Josh Holloway და Yessica Kumala
რამდენიც უნდა იოცნებონ სერიალ “Lost“-ის ფანებმა, Josh Holloway უკვე 10 წელია, ბედნიერია ინდონეზიელ Yessica Kumala-სთან ქორწინებით. “დიახ, მე მოვწონვარ ქალბატონებს, და მეც მომწონს ისინი, სისულელე იქნება არ ვაღიარო. მაგრამ ჩემი მეუღლე მენდობა და იცის, რომ საკუთარ თავს მსუბუქ ფლირტზე მეტის უფლებას არასდროს მივცემ, კომფორტული და ბედნიერი ცხოვრების ერთერთი აუცილებელი პირობაა გყავდეს ახლობელი ადამიანი, რომელსაც შენი ესმის და ისეთს გიღებს როგორიც ხარ, ჩემთვის ასეთი ადამიანი ჩემი ცოლია Yessica , რომელსაც ძალიან ვაფასებ ” – ამბობს Holloway.
Josh Holloway Yessica Kumala 2