ვანო ჯავახიშვილი საკუთარ ჯანმრთელობაზე: „ერთ-ერთ სუპერმარკეტში წავიქეცი…“

0
1439

ვანო ჯავახიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მის გაუჩინარებას ეკრანიდან არჩევნების წინ ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როგორც შოუმენი ჰყვება, ამ დროს სახლში იყო და მკურნალობდა და პოლიტიკასა და არჩევნებთან არაფერ შუაშია.

ვანო ჯავახიშვილი:

გადაღლისგან წამიერი გათიშვა და ტვინის შერყევა მქონდა, ერთ-ერთ სუპერმარკეტში წავიქეცი. სალაროსთან დამემართა ეს, სანამ ფულს გადავიხდიდი. როცა გონს მოვედი, უკვე იატაკზე ვიწექი და მასულიერებდნენ, წყალს მასხამდნენ. ცოტა ხანში სასწრაფოც მოვიდა და ლიუბლიანაზე, რკინიგზის კლინიკაში წამიყვანეს. იქ მძიმე ფორმის ტვინის შერყევა დამიდგინეს. სტაციონარში აღარ დამტოვეს და სახლში წამოვედი – იქვე ვცხოვრობ.

წოლითი რეჟიმი მქონდა, ოღონდ სიბნელეში უნდა ვყოფილიყავი, სინათლე არ შეიძლებოდა. ყველანაირ ინფორმაციას ვიყავი მოწყვეტილი, რადგან არც ტელევიზორის ყურება შეიძლებოდა, არც „ფეისბუქზე“ შესვლა, არც მესიჯების კითხვა და მერე მივხვდი, თურმე რა კარგია ეს ცხოვრება.

ტვინის შერყევა დავარდნის შედეგად მიიღეთ?

კი, თავი დავარტყი.

რადგან თავის ტრავმა გქონდათ, ალბათ, ამიტომაც ამბობდნენ, რომ თავს დაგესხნენ.

სხვათა შორის, როგორც კი გონს მოვედი, მაშინვე ის გავიფიქრე, ალბათ, ახლა დაწერენ, რომ ვიღაც თავს დამესხა-მეთქი. სუპერმარკეტის კამერებმა ყველაფერი დააფიქსირა, თავს არავინ დამსხმია. სალაროსთანაც მარტო ვიდექი. მარტო რომ არ ვმდგარიყავი, ტვინის შერყევა არ მექნებოდა, ხალხი მაინც დამაკავებდა. მოკლედ, ვერსიები ისეთი ჰქონდათ, რომ…

ხომ თქვეს, კაცი ცუდად არის, ტვინის შერყევა აქვსო, მაინც საოცარი ვერსიები მოვისმინე. თურმე ექიმებიც მოვისყიდე, რომ ეს ეთქვათ. საქართველოში ადამიანის ფანტაზია სადამდე შეიძლება წავიდეს, ეს ჩემთვის ჯერჯერობით ამოუხსნელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here