ვალერი მელაძე საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

0
2278

რუსეთში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძე საქართველოში კონცერტს გამართავს, რომელიც მის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება. ქართველი მომღერლის ტურნე, მელაძის მშობლიურ ქალაქ ბათუმში დასრულდება, თუმცა კონცერტების ჩატარების ადგილი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. “მიუზიკ ბოქსი“ ღონისძიების ორგანიზატორ „არტ-მედიას“ დაუკავშირდა:

– 7 წლიანი პაუზის შემდეგ ვალერი მელაძის კონცერტები საქართველოშიც ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „არტ მედია“ და „ტრიდა პრომოუშენი“. როდესაც ბატონ ვალერის შევთავაზეთ საქართველოში კონცერტის ჩატარების იდეა, ძალიან გაუხარდა. ის საიუბილეო ტურნეს მშობლიურ ქალაქში, ბათუმში დაასრულებს, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

– სად ჩატარდება კონცერტები?

– თბილისში კონცერტი 7 მაისს, სპორტის სასახლეში ჩატარდება, 9 მაისს გაიმართება კონცერტი ბათუმში, თუმცა კონცერტის ჩატარების კონკრეტული ლოკაცია ბათუმში, ჯერ შერჩეული არ გვაქვს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here