ვალერი მელაძე „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრია – „გამარჯობა, საქართველო!..“

0
2108

წლის სიმღერის კონკურსი „ოქროს ტალღა“ უკვე მეოთხე წელია იმართება – მისი ორგანიზატორია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომლის ოთხივე რადიოსადგური წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ქართულ სიმღერას სთავაზობს პრემიერებისთვის საკუთარ ეთერს და სწორედ „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, „ავტორადიოს“ და რაც მთავარია, „არ დაიდარდოს“ ეთერში შესული სიმღერებიდან 125 კონკურსანტი კომპოზიცია მონაწილეობს წლევანდელ „ოქროს ტალღაში“.

მათგან საუკეთესოებს ხვალ, 20 ივნისს, მთაწმინდის პარკში დაგეგმილ შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაასახელებენ. სულ 17 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება. ჟიურის წევრების ვინაობას, ტრადიციულად, დაჯილდოვების დღეს გამოაცხადებენ, თუმცა ჰოლდინგმა ერთი გამონაკლისი დაუშვა. ვრცლად (ვიდეო)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here