რესტორანი „მარანი“ 14 თებერვალს, შეყვარებულების დღეს, ნოდიკო ტატიშვილისა და დათუნა მგელაძის ერთობლივ კონცერტს შემოგთავაზებთ. მომღერლები საკუთარ ტრადიციულ რეპერტუარს წარმოადგენენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს The band 7. გარდა ამისა, ნოდიკოსა და დათუნას მონაწილეობით მუსიკალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საღამოს დიჯეი Zukay გააგრძელებს.
საღამო 20:00 საათზე დაიწყება.