14.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის

2 ნოემბერს Summer Set შემოდგომის მეორე ღონისძიებას მასპინძლობს, რომლის ჰედლაინერიც გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Boris Brejcha გახლავთ. Summer Set-ის ოქტომბერში გამართულ ფესტივალს ცოცხალ ორკესტრთან ერთად 6000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, გუნდი ამჯერადაც იმავე რაოდენობის ადამიანებს ელის.

“ჩვენი ბრენდი მასშტაბურ ღონისძიებებზეა ორიენტირებული, მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალის და კლუბების ჰედლაინერი Boris Brejcha ქართველ მსმენელს ძალიან უყვარს, ამიტომ სტუმრების ანალოგიურ რაოდენობას ველოდებით 2 ნოემბერსაც”,-ამბობს Summer Set-ის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ლოკაციის ვიზუალური მხარის გრაფიკული გამოსახულება წინასწარვე გაავრცელეს, რომ მსმენელმა იცოდეს, როგორ გარემოში აღმოჩნდება. “Summer Set 2013 წლიდან არტ მენეჯერთან და განათების რეჟისორთან სანდრო ქორიძესთან თანამშრომლობს. სანდრო დღეს კიევში მოღვაწეობს და სხვადასხვა წამყვანი ფესტივალებიდან აქვს მიწვევები. მასთან ერთად 2 ნოემბრის ღონისძიებაზე უკრაინელი ვიჯეი ალექსეი ტუშენკო იმუშავებს, განათებას კი ტექნიკურად MS Lights უზრუნველყოფს.”

სცენას მარჯვენა და მარცხენა მხრებიდან მატარებლის ფუნქციური ვაგონები გააფორმებს, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ეზოში სტარტაპერები და სხვადასხვა გასართობი ზონa დახვდებათ, ბაროკოს სტილს, რომელიც ფესტივალის წინა ღონისძიებაზე იყო გამოყენებული, ურბანული ჩაანაცვლებს. ღონისძიება 2 ნოემბერს 22:00-დან დაიწყება, მანამდე კი შეგიძლიათ ფოტომასალა იხილოთ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები