“ვაძლევთ უფლებას მკვლელს, რომ თავისუფლად იაროს და სიცოცხლით დატკბეს“ – ანიტა რაჭველიშვილი

0
1842

ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„აუცილებლად პირდაპირ თქვენ უნდა შეგეხოთ უსამართლობა, რომ ადგეთ და აქციაზე მოხვიდეთ?! 26 წლის გოგოს სიცოცხლე ამაზრზენმა მთვრალმა მძღოლმა შეიწირა და ის გამოუშვესიმიტომ რომ გავლენიანი მეგობრები ჰყავს

რას ვაკეთებთ ჩვენ?! სახლში ვზივართ თბილად! ვაძლევთ უფლებას მკვლელს, რომ თავისუფლად იაროს და სიცოცხლით დატკბესმაშინ, როცა სხვას ეს სიცოცხლე თავისი ამაზრზენი ღორობის გამო წაართვა! ეს ჩვენი ბრალია! ჩვენი უპასხისმგებლობის და გულგრილობის ბრალია! მკველელები ჩვენ ვართ! ისინი ვინც ამდენი წელი ვითმენთ ჩუმად ამ ყველაფერს და საკუთარი ცხვირის იქეთ არაფერი გვაინტერესებს! უარესის ღირსი ერი ვართ!

მკვლელებისმოღალატეებისკორუმპირებულების და უბრალოდ გაუნათლებელი პირუტყვებისგან შემდგარი მთავრობის ღირსი კი არაამაზე უარესის ღირსები ვართ! რის უფლებასაც ვაძლევთ ზუსტად იმას გვიკეთებენ და საერთოდაც არ ეშინიათ შედეგების! ჩვენ ხომ ლაჩრების და უსაქმურების ერი გავხდითის დიდი ერი, რომელიც ვიყავით აღარ არსებობს! ერი რომელიც ვერც თურქებმავერც მონღოლებმა და ვერც რუსებმა ვერ მოტეხეს საბოლოო ჯამში ისევ თავისიანებმა მოტეხესგააპარტახესსულში ჩაგვაფურთხეს და ჩვენ გავჩუმდით! მტერმა ისევ ჩვენიანის ხელით წაგვართვა ღირსება და ჩვენ გავჩუმდითრადგან ერი ვართ, რომელსაც განვადებით გამოტანილიშმოტკა”, განვადებით გაკეთებული სპეც მანქანის ნომერი და პონტშისიგარეტის მოწევა უფრო აღელვებს, ვიდრე ნამდვილი ღირებულებებიადამიანობა აღარ გვაქვს! სწორედ იმის ღირსები ვართ რასაც გვიკეთებენ და უარესს დაიწყებენ მალეჩვენ ხომ მაინც ის ერი ვართ, რომელსაც საკუთარი კარის იქეთ არაფერი არ აღელვებს

გულნატკენი ვარუიმედოდ ვარ დარჩენილიმიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემი ხალხიმაგრამ აღარაფერი გვეშველება!  ერთმანეთს გვერდში აღარ ვუდგავართ! სხვისი უბედურება წამითაც კი აღარ გვაღელვებს! არაფერი აღარ გვაღელვებსწადით ახლა და ჩაიცვით თქვენი განვადებით გმოტანილიშმოტკა”, დაჯექით თქვენს გაზზე გადაყვანილ ჯიპებშიმიდითპონტისკაფეშიშეუკვეთეთ მხოლოდ ის რისი ფულიც გაქვთ სუნამდვილეში და ყავასა და სიგარეტზე განიხილეთ ეს თუ სხვა სტატუსი. არ ადგეთ და არ გამოხვიდეთ არასდროს სამართლიანიბის მხარდასაჭერად

ვაი რომ არ ვარ სამშობლოში და წასული ვარ რადგან მეც უნდა ვიმუშაო და ჩემი საყვარელი და მრავალრიცხოვანი ოჯახი გამოვკვებოთორე რა გამაჩერებდა სახლში!  მე არავის იმედი აღარ მაქვს! მე მეგონა ჯერ კიდევ არ გადავგვარებულვართ! მეგონა რუსეთს ჯერ არ დავუმარცხებივართ! თურმე უკვე დაგვამარცხა და თანაც ისევ ჩვენიანს ჩაასობინა ლახვარი ზურგში!

ლოცვის გარდა არაფერი დამრჩენიაუფალო შენ უშველე საქართველოს და დაიფარე ჩვენი უღირსი ერი საკუთარი ხელით მიყენებული სასიკვდილო დარტყმისგან!!!“ – წერს რაჭველიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here